გმირთა მოედანთან, სადაც "კოალიციამ ცვლილებებისთვის" და "ერთიანობა- ნაციონალურმა მოძრაობამ" კარვები გაშალეს, აქციის მონაწილეებსა და მოქალაქეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
მოქალაქეებსა და აქციის მონაწილეებს შორის შელაპარაკება გადაადგილების შეზღუდვას მოჰყვა.
გმირთა მოედანთან ამ დროისთვის გადაადგილება ნაწილობრივ შეზღუდულია. აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან დარჩენას 22:00 საათამდე გეგმავენ.