ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ NATO-ში უკრაინის მიწვევის შესახებ საჯარო მოწოდების გაკეთებაზე უარი თქვა. მსჯელობა ამერიკის მოქმედი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შედგა, თუმცა Bloomberg-ის სტატიაში ვკითხულობთ, რომ ვაშინგტონის უარის მიზეზი, მოკლევადიან პერსპექტივაში, უკრაინის NATO-ში გაწევრიანების დაბალი ალბათობა გახდა.
სააგენტო წერს, რომ ეს უკრაინის მხარდასაჭერად ერთ-ერთი ნაბიჯი იყო, რომლის გადადგმაც მოქმედ ადმინისტრაციას დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში დაბრუნებამდე სურდა.
Bloomberg-ის ცნობით, NATO-ში მიწვევის შესახებ მოწოდების ნაცვლად, მომზადდება "რამდენიმე ორმხრივი უსაფრთხოების შეთანხმება", რათა კიევის გარანტიები მისცენ, თუმცა რა გარანტიებზეა საუბარი, Bloomberg-ი არ აზუსტებს.