24 ნოემბერი 2024,   20:50
ვრცლად
ოპოზიცია მორიგი აქციისთვის ემზადება - ბარიერგადალახული პარტიები, მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ

ოპოზიცია საპროტესტო აქციისთვის ემზადება - ბარიერგადალახული პარტიები, მხარდამჭერებთან ერთად, რესპუბლიკის მოედანზე 9 საათზე შეიკრიბებიან და პარლამენტისკენ მსვლელობას გამართავენ.

მანამდე კი მსვლელობები დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩიდან დაიწყო. კულტურის სფეროს წარმომადგენლები მეტრო რუსთაველთან შეიკრიბნენ, სტუდენტები და ლექტორები კი - ილიას უნივერსიტეტთან.

ორივე ლოკაციიდან დაწყებული მსვლელობა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან უნდა დასრულდეს. მოთხოვნა უცვლელია - ჩატარდეს ხელახალი არჩევნები.

დღის ამბები