"ქართული ოცნების" აჭარის რეგიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის უმაღლესი საბჭოს ახლად არჩეულ დეპუტატებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
მეექვსე მოწვევის უმაღლესი საბჭოს პირველი სხდომა სამშაბათს, 26 ნოემბერს ჩაინიშნა.
შეხვედრაზე უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელის პოზიციაზე დავით გაბაიძე წარადგინეს. ასევე, განიხილეს კომიტეტების ხელმძღვანელების თანამდებობრივი გადანაწილების საკითხი.