კახა კალაძემ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს და ყველა გულშემატკივარს კიდევ ერთხელ მიულოცა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მერვედფინალში გასვლა.
ბილისის მერმა, ფეხბურთის მხარდაჭერაში სახელმწიფოს ჩართულობაზე ისაუბრა. მან ასევე მადლობა გადაუხადა "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს, რომელიც ეროვნულ ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს.
"ფეხბურთმა ისევ გააერთიანა მთელი ქვეყანა და გვაჩუქა სიამაყის განცდა, რომ ამ პატარა ქვეყანას აქვს უდიდესი პოტენციალი და ძალიან დიდი შესაძლებლობები. რა თქმა უნდა, წარმატება შემთხვევით არ მოსულა. ეს არის თავდაუზოგავი შრომის, ძალისხმევის, მიზანდასახულობის შედეგი, რასაც თან ერთოდა სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა. იყო დრო, როდესაც ფეხბურთის განვითარებისთვის სახელმწიფომ თანხები გამოყო და ამაზე ზოგიერთი პოლიტიკოსი თუ ადამიანი ქილიკობდა. უფრო ადრე კი იყო გაყიდული და გასხვისებული სტადიონები კორპუსების ასაშენებლად და ბიზნესსაქმიანობისთვის.
პრემიის სახით, ჯგუფიდან გასვლაზე, გუნდს გადაეცა 30 მილიონი ლარი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხდება ჩვენი ფეხბურთელების მხარდაჭერა, დაფასება, თანადგომა, თუმცა "ფონდი ქართუ" ამაზეც არ ჩერდება. შემდეგ თამაშზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ესპანეთთან არის მერვედ ფინალი, გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ნაკრები მიიღეს 30 მილიონ ლარს", - განაცხადა კახა კალაძემ.