საქართველოს საზაფხულო ბანაკში მყოფ უკრაინელ მოზარდებს, საქართველოს პრემიერ-მინისტრი განათლების მინისტრთან ერთად შეხვდა. ირაკლი კობახიძე ბავშვებს გაესაუბრა და მათ ვახშამზე უმასპინძლა.
ბანაკი საქართველოს მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, 15 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით უკრაინიდან ჩამოსული მოსწავლეებისა და ეროვნული გვარდიის სამხედრო მოსამსახურეების შვილების, ორ ნაკადს უმასპინძლებს.
ამჟამად, ბანაკში ხარკოვიდან ჩამოსული მოსწავლეები იმყოფებიან. მათ, საქართველოს პრემიერს, სიმბოლური საჩუქრები გადასცეს - ქართულ და უკრაინულ ენებზე შესრულდა სიმღერებიც.
უკრაინელი მოსწავლეებისთვის, ორი კვირის განმავლობაში, გათვალისწინებულია კულტურულ-შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები.