25 ნოემბერი 2024,   10:53
ვრცლად
პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები გორში, თავდაცვის ძალების პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდნენ

პარლამენტის თავმჯდომარე და დეპუტატები გორში, თავდაცვის ძალების პირველ ქვეით ბრიგადაში იმყოფებოდნენ. მათ თავდაცვის მინისტრმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა უმასპინძლეს. პარლამენტარები ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსა და სამხედრო მოსამსახურეების საცხოვრებელ პირობებს გაეცნენ. მოინახულეს განახლებული ყაზარმები, საკლასო ოთახები, ლაზარეთი და სპორტული დარბაზი. მოგვიანებით მათ სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად ისადილეს.

"მნიშვნელოვანი არის, რომ სამხედრო აღმშენებლობა საქართველოში მიდიოდეს ტემპებით, რომელიც ჩვენი ხელისუფლების დროს არის გეგმაში. რაც არ უნდა ბევრი იშრომოს და იღვაწოს ხელისუფლებამ, რომ არ არსებობდეს წინაპირობები თავდაცვითი ომისთვის, მნიშვნელოვანია ყოველთვის, რომ ჩვენი ჯარი იყოს სათანადო მომზადების დონეზე, ვინაიდან ჩვენ ვართ ძალიან რთულ რეგიონში გამოწვევებით სავსე. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სახელმწიფო მზად იყოს ნებისმიერი გამოწვევისთვის, რაც შეიძლება ჩვენს ქვეყანას დაუდგეს წინ", - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები