"სამშობლო უფრო ღრმადაა, უფრო შიგნით“ - ეს მცირე ამონარიდია ნოდარ დუმბაძის ცნობილი მოთხრობიდან. Hellados-ის მთავარი პერსონაჟების, იანგულისა და ჯემალის თვითდამკვიდრებისთვის ბრძოლას ინტეგრირებული თეატრი "აზდაკის ბაღი" დგამს. საქართველო დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეს ამ ფორმით უერთდება.
დასი, უკვე 8 წელზე მეტია, სასცენო წარმოდგენებს დგამს, თუმცა, მსახიობებისთვის Hellados-ი განსაკუთრებული მნიშვნელობის სპექტაკლი აღმოჩნდა. თეატრი "აზდაკის ბაღი", ამ ეტაპზე, 18 სხვადასხვა შეზღუდვის მქონე და 10 პროფესიონალ ხელოვანს აერთიანებს.
ინტეგრირებული თეატრის მიზანიც სწორედ ესაა - ხელი შეუწყოს ხელოვნებით დაინტერესებულ შშმ პირებს უფრო მეტად გამოცადონ თავი, დადგნენ პროფესიონალი მსახიობების გვერდით და, საყვარელი საქმიანობით, ჰქონდეთ დამატებითი შემოსავალი.
წარმოდგენა ერთმოქმედებიანია - "აზდაკის ბაღის" მაყურებელი ხვალ, სოხუმში, ორი მეგობრის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ხორავას სახელობის თეატრში იხილავს.