25 ნოემბერი 2024,   14:00
ვრცლად
იუსტიციის სასწავლო ცენტრს, ევროპის პენიტენციური დაწესებულებების სასწავლო ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარეობის ნიშნად, სიმბოლური გასაღები გადაეცა

იუსტიციის სასწავლო ცენტრს, ევროპის პენიტენციური დაწესებულებების სასწავლო ცენტრების ასოციაციის თავმჯდომარეობის ნიშნად, სიმბოლური გასაღები გადაეცა. სიმბოლური გასაღები, საქართველოს, ტალინში, ესტონეთის უსაფრთხოების მეცნიერების აკადემიაში გადასცეს.

2024 წლის სექტემბერში იუსტიციის სასწავლო ცენტრი ყოველწლიურ კონფერენციას უმასპინძლებს. თავმჯდომარის ეგიდით, იუსტიციის სასწავლო ცენტრს საშუალება ექნება ხელი შეუწყოს პენიტენციურ სისტემაში ინოვაციური სასწავლო მეთოდებისა და მაღალი პროფესიული სტანდარტების დამკვიდრებას.

ევროპის პენიტენციური დაწესებულებების სასწავლო ცენტრების ასოციაცია თითქმის 15 წელია არსებობს და მასში გაერთიანებულია 33 ქვეყნის წარმომადგენელი 36 სასწავლო ცენტრი.

დღის ამბები