27 ნოემბერი 2024,   15:57
ვრცლად
იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმების შესახებ მომზადებული ცვლილებები განიხილეს

საგზაო მოძრაობის წესების დარღვევაზე ახალი ჯარიმების შესახებ მომზადებული ცვლილებები, იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე პირველი მოსმენით განიხილეს. ცვლილებების ინიციატორი ფრაქცია "ქართული ოცნებაა". პროექტის ნაწილი საავტობუსე ზოლებში ტაქსების ლეგალური გაჩერების საკითხს ეხება, ამასთან, იცვლება სანქციების ზომა. ზოგადად, პარკირების წესის დარღვევა ათი ლარიდან 50 ლარამდე იზრდება. ორმაგდება ჯარიმა შშმ პირებისთვის განკუთვნილ ადგილებში გაჩერებისთვის. ამასთან, ტროტუარზე პარკირებული ავტომობილი კი დაუყოვნებლივ დაექვემდებარება ევაკუაციას.

"საკანონმდებლო პაკეტის მთავარი მიზანია ის, რომ ამ ქალაქშიგადაადგილება გაუმჯობესდეს. ამ კანონპროექტის მთავარი მიზანი არ არის, რომ ვიღაც შეზღუდოს ან პარკირების წესების ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდოს. ეს არ არის მთავარი მიზანი. აქ მთავარი მიზანი არის, რომ დამყარდეს დედაქალაქში წესრიგი, რომელსაც ერთი დღე არ დასჭირდება, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ უკვე ძირითად გამზირებზე ვაწყობთ საავტობუსე ხაზებს, იმის გათვალისწინებით, რომ ვითარდება საპარკინგე სისტემა და იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტი, აუცილებელია ყველამ გავიაზროთ ის, რომ ეს ქალაქი არ არის მხოლოდ მსუბუქი ავტომობილების მფლობელების",- აცხადებს მაია ბითაძე.

დღის ამბები