27 ნოემბერი 2024,   15:44
ვრცლად
დედას ახალშობილი 3 წლის განმავლობაში კარადის უჯრაში ჰყავდა დამწყვდეული - ბრიტანეთის სასამართლომ მას 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯა

დიდ ბრიტანეთში, ქალი, რომელსაც გოგონა დაბადების შემდეგ, 3 წლის განმავლობაში, კარადის უჯრაში ჰყავდა დამწყვდეული, დააკავეს და "განსაკუთრებული გულგრილობისთვის" 7,5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

პროკურორები განმარტებით, გოგონამ არ იცოდა, როგორი იყო დღის შუქი და არასდროს არ ყოფილა გარეთ. ის მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც სახლში მყოფმა სტუმარმა მისი ტირილის ხმა გაიგო.

პოლიცია, გოგონას უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ვინაობას არ ასახელებს. გოგონას დედამ, სასამართლო სხდომაზე, მის წინააღმდეგ წარდგენილი ბავშვზე ძალადობის ოთხი ბრალდება აღიარა.

დღის ამბები