ახალციხის რაიონულ სასამართლოში "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი, არსენ კარაპეტიანი გამოკითხეს.
პროკურატურა მისი გამოკითხვით მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ოპოზიციური კოალიციის წევრმა წინასაარჩევნოდ მედიაში არჩევნების გაყალბების შესახებ ისაუბრა. კარაპეტიანმა კითხვებზე პასუხების გაცემა მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით მოითხოვა.
პროკურორ გრიგოლ კაპანაძის განცხადებით, კარაპეტიანმა გამოკითხვის დროს ვერ გაიხსენა ვერცერთი კონკრეტული პირი ან ფაქტი, რომელიც გაყალბებას შეეხებოდა.