27 ნოემბერი 2024,   17:43
ვრცლად
"ის იქნება ადამიანი, რომელიც მართლა დაუბრუნებს პოსტს იმ ღირსებას, რომელიც წინა პრეზიდენტებმა მთლიანად დაუკარგეს" - სოზარ სუბარი მიხეილ ყაველაშვილზე

"ის იქნება ადამიანი, რომელიც მართლა დაუბრუნებს პოსტს იმ ღირსებას, რომელიც წინა პრეზიდენტებმა მთლიანად დაუკარგეს", - ასე შეაფასა "ხალხის ძალის" წევრმა, სოზარ სუბარმა პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურის დასახელების საკითხი.

მისი თქმით, მიხეილ ყაველაშვილი არის ნამდვილი პატრიოტი, რომელმაც რომელმაც "შეიტანა გარდატეხა ეროვნული ღირსების აღდგენისა და აღორძინების თემაში".

"მიშა იქნება ძალიან ღირსეული პრეზიდენტი საქართველოსი - კაცი, რომელიც არის ნამდვილი პატრიოტი და რომელმაც ამ სამი წლის წინ მართლა შეიტანა გარდატეხა ეროვნული ღირსების აღდგენისა და აღორძინების თემაში, როდესაც დადგა სამშობლოს სადარაჯოზეც და აგრძელებს ბრძოლას საქართველოსთვის, ალბათ, ყველაზე მაღალი პოზიციიდან. ის იქნება ადამიანი, რომელიც მართლა დაუბრუნებს პოსტს იმ ღირსებას, რომელიც წინა პრეზიდენტებმა მთლიანად დაუკარგეს", - აცხადებს სოზარ სუბარი.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის არჩევნები პარლამენტის შენობაში 14 დეკემბერს, დილის 9:00 საათზე დაიწყება. არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.

დღის ამბები