27 ნოემბერი 2024,   17:30
ვრცლად
"კონკრეტულად კითხვები იყო, თუ ვიცით, ვინ არიან ეს კონკრეტული ადამიანები, სახელები და გვარები, დამრღვევები, ვინ აძლევდა ხმას სხვის ნაცვლად" - ნინო ლომჯარია

თითქმის 3 საათს გაგრძელდა საქალაქო სასამართლოში ნინო ლომჯარიას გამოკითხვა - ყოფილი სახალხო დამცველი და ორგანიზაცია "ჩემი ხმა ევროკავშირის" დამფუძნებელი გამოძიების კითხვებს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით, დახურულ კარს მიღმა პასუხობდა.

საუბარია გამოძიებაზე, რომელიც არჩევნებს ეხება და რომელიც პროკურატურამ, ცესკოს მიმართვის საფუძველზე, 30 ოქტომბერს დაიწყო.

"მე მოვუყევი ჩემი სათქმელი. ყველა ის შეფასება, რაც გავაკეთე - რას ეფუძნებოდა, რა მტკიცებულებებს და გადავეცი ყველანაირი მასალა, რაც თან მქონდა და შემდგომ იყო უკვე შეკითხვები. კონკრეტულად კითხვები იყო, თუ ვიცით ვინ არიან ეს კონკრეტული ადამიანები, სახელები და გვარები, დამრღვევები, ვინ აძლევდა ხმას სხვის ნაცვლად. უფრო მეტად იყო კონკრეტული შეკითხვები, რომ სახელები და გვარები თუ ვიცით კონკრეტული ადამიანების, რაზეც ჩემი პასუხი იყო, რომ საჩივრები, რაც დავუტოვეთ, დეტალურად აღწერს რომელ უბანს ეხებოდა კონკრეტული დარღვევა, ვინ იყო იქ დამკვირვებელი, ვინ იყო სავარაუდო უფლებადამრღვევი. სადაც იდენტიფიცირებადი იყო - იდენტიფიცირებული იყო ეს ხალხი", - აცხადებს ნინო ლომჯარია.

დღის ამბები