27 ნოემბერი 2024,   17:06
ვრცლად
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, გაფრენის დარბაზში, ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის E-gate სისტემა ამოქმედდა

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, გაფრენის დარბაზში, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის E-gate სისტემა ამოქმედდა - ინფორმაციას ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის გვერდი ავრცელებს.

"ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტის, გაფრენის დარბაზში, მაღალი ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი, ფრანგული კომპანია RESA ELECTRONIQUE-ის E-gate სისტემა ამოქმედდა.

E-Gate არის ავტომატიზებული სისტემა, რომლითაც შესაძლებელია გაფრენისას მგზავრმა ჩასხდომის ბარათი (Boarding pass) წამკითხველს დაადოს, რის შემდეგაც ტურნიკეტი მისთვის კარს ავტომატურად გახსნის. შესაბამისად, მგზავრს, რომელსაც გავლილი აქვს online რეგისტრაცია, უკვე აქვს ელექტრონული ჩასხდომის ბარათი და ჩასაბარებელი ბარგი თან არ აქვს, რეგისტრატორთან მისვლის გარეშე შეძლებს E-gate-ზე ჩასხდომის ბარათის დასკანერებისას რეისზე დაფიქსირებას.

ახალი სისტემა პირველ ეტაპზე, სატესტო რეჟიმში მუშაობს. ის გააუმჯობესებს და გაამარტივებს მგზავრთა ჩასხდომის პროცესს, შეამცირებს რიგებს და მგზავრთნაკადის სწრაფად გატარებას უზრუნველყოფს. შესაბამისად, ქუთაისის აეროპორტიდან მგზავრებისთვის მოგზაურობა კიდევ უფრო კომფორტული გახდება", - წერია განცხადებაში.

დღის ამბები