27 ნოემბერი 2024,   01:23
ვრცლად
FBI-ს სპეციალური აგენტი, ორ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს

მერილენდის შტატში, FBI-ს სპეციალური აგენტი, 40 წლის ედუარდო ვალდივია დააკავეს. მას ბრალი ორ ქალზე სექსუალურ ძალადობაში ედება.

სასამართლოს ჩანაწერების მიხედვით, სავარაუდო თავდასხმები 2024 წლის მაისსა და 2024 წლის სექტემბერში მოხდა.

ასევე, ვალდივიას, 2020 წელს ბრალი ედებოდა მკვლელობის მცდელობაში, ფაქტი მეტროს ვაგონში მოხდა, რა დროსაც მან სიტყვიერი შელაპარაკების შემდეგ გაისროლა. ინციდენტი უსაფრთხოების კამერებმა დააფიქსირა.

წყარო: abcnews. 

დღის ამბები