27 ნოემბერი 2024,   17:57
ვრცლად
სატელიტური ნავიგაციის არასწორი მიმართულების გამო, ინდოეთში ავტომობილი დაუმთავრებელი ხიდიდან გადავარდა - დაიღუპა 3 ადამიანი

ინდოეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა. ავტომობილი 9 მეტრის სიმაღლის დაუმთავრებელი ხიდიდან გადმოვარდა, ავტომობილს მძღოლს მიმართულება სატელიტურმა ნავიგაციამ მისცა. ინფორმაციას dailymail-ი ავრცელებს.

მედიის ინფორმაციით, დაღუპულები მხოლოდ მეორე დღეს აღმოაჩინეს.

პოლიციის ინფორმაციით, მგზავრები Google Maps-ის ძველ რუკას მიჰყვებოდნენ და დიდი სიჩქარით გადაადგილდებოდნენ, რამაც ავტოსაგზაო შემთხვევა გამოიწვია.

ცნობისთვის, აღნიშნული ხიდი 2022 წელს, ძლიერი წყალდიდობის შედეგად ჩამოინგრა და მისი აღდგენა დასრულებული არ იყო.

დღის ამბები