27 ნოემბერი 2024,   17:39
ვრცლად
"თავის თავს ეწინააღმდეგებიან, ახლა რატომ არ არიან ერთსულოვნები? შემოიტანონ, იქნებ რა გადაწყვეტილებას ვიღებთ" - მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მანდატებზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, მამუკა მდინარაძე ოპოზიციის წარმომადგენლების მიერ მანდატების დატოვების შესახებ პარლამენტში განცხადებების შეტანის საკითხს ეხმაურება.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები თავის თავს ეწინააღმდეგებიან, როდესაც თან არჩევნების შედეგებს არ აღიარებენ და თანაც განცხადება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე შეაქვთ.

"თავის თავს ეწინააღმდეგებიან, თვითონ რასაც აკეთებენ და ლაპარაკობენ, იმას ეწინააღმდეგებიან. (2020 წელს) ერთ დღეში, ერთ საათში მოაწერა ყველამ ხელი, როგორც იმ ჯაშუშურ წერილს, დაგვსაჯეთ რამენაირად ქართველები და საქართველოო, დასაჯეთ, იქნებ აზრზე მოვიდეთ ცოტაო, რომ აგზავნიდნენ ერთობლივ წერილს, ახლა რატომ არ არიან ერთსულოვნები? შემოიტანონ, იქნებ რა გადაწყვეტილებას ვიღებთ? იქნებ მართლა ვუწყვეტთ? ზუსტად იციან, რა შედეგი იქნება, ზოგს იმედი აქვს, რომ არ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს, ზოგს იმედი აქვს რომ შევუწყვეტთ და მაგიტომ შემოაქვს. მათი პატრონებისგან დავალება ასეთია და ამ პოლიტიკურ ფუფუნებას არ შევუქმნით", - აცხადებს მამუკა მდინარაძე.

დღის ამბები