მსოფლიოში ყველაზე დიდი ტურისტული გამოფენის - ITB Berlin-ის მასპინძელი ქვეყანა მომავალ წელს საქართველო იქნება. ამის შესახებ მემორანდუმი ოფიციალურად უკვე გაფორმდა.
მხარეებმა საქართველოსთვის ექსპოზიციის მნიშნელობაზე ისაუბრეს. ეკონომიკის მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს ექნება შესაძლებლობა საკუთარი ტურისტული პოტენციალი გამოფენის მრავალმილიონიან დამთვალიერებლებსა და პროფილური ბიზნესის წარმომადგენლებს გააცნოს.