
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას “ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა ყაზბეგის, თიანეთისა და დუშეთის რაიონის სოფლებს შეეხება.
“გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო 2 აპრილს 10:00-იდან 10:10 საათამდე ენერგომომარაგება შეეზღუდებათ აბონენტებს ყაზბეგის რაიონის სოფლებში სნო, აჩხოტი, არშა, ახალციხე, კარკუჩა, ჯუთა, გაიბოტენი, გარბანი, ხოლო 11:00-იდან 12:00 საათამდე - მომხმარებლებს სოფლებში - სიონი, გარბანი, ორისციხე, ფხელშე, ფანშეტი, თოთი, გველეთი და მიმდებარე სოფლებში, ასევე, დაბა სტეფანწმინდაში.
11:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით შეუწყდებათ აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ტუშურები, ზარიძეები, ჯიჯეთი, საკრეჭიო, ვერხველი, ჯერვალიძეები და მიმდებარე სოფლებში.
12:00-იდან 16:00 საათამდე დენი გაეთიშებათ მომხმარებლებს დუშეთის რაიონის სოფლებში ოძისი, ბაქაქურები, ჭაშა, თვაურები, მჭადიჯვარი და მიმდებარე სოფლებში. 12:00-იდან 14:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ანანური, ცივწყარო, თანდილაანთკარი, ფიტავი, ბანცური, შაღაანები და მიმდებარე სოფლებში. 15:00-იდან 19:00 საათამდე - აბონენტებს სოფლებში ბაზალეთი, ჩირდილელიანთკარი, ჩუბინიანთკარი, მილახვრიანი, პირმისაანი და მიმდებარე სოფლებში.
სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება”, - ნათქვამია ინფორმაციაში.