03 აპრილი 2025,   02:43
ვრცლად
თბილისის ნაწილს 2 აპრილს წყალმომარაგება შეეზღუდება - ქუჩების ჩამონათვალი

2 აპრილს  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, ვაკის რაიონში, წყნეთის გზატკეცილი N22-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს. ინფორმაციას GWP-ი ავრცელებს. 

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 2 აპრილს  22:00 საათიდან  3 აპრილის  07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში:

ვახტანგ ტაბლიაშვილის, არჩილ ამაღლობელის, სიკო დოლიძის და იმედაძის ქუჩებს, წყნეთის გზატ. N 16, 18, 20, 22, 24 და ბაგების N2 N3 N4 N5 N6. 

2 აპრილს  ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი, საბურთალოს რაიონში, შარტავას ქ.N44-თან აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები გადაუდებელ  სამუშაოებს ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, 2 აპრილს  22:00 საათიდან  3 აპრილის  08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

საბურთალოს რაიონში:

პეკინის N 7-დან N 31-მდე, შარტავას 1-დან 43-ის და 2-დან 42-მდე, ხვიჩიას 15-დან 31-მდე, 14-დან 40-მდე, ცინცაძის 1-დან 17-მდე და 2-დან 8-მდე, იყალთოს N 1 და N 2, კანდელაკის N 2,კალანდაძეს, იოსებიძეს, ბროლოსანს, ქუთათელის, მიროტაძეს, აფაქიძეს, აკურის, ბერბუკის, ალექსიძეს, ასლანიდის, ბოჭორიშვილს, დები იშხნელების და სულაკაურის ქუჩებს. სააკაძის დაღმართს და სააკაძის მე-2 გასასვლელს.  

დღის ამბები