
აკრძალვის მიუხედავად, თურქეთში პროტესტი გრძელდება. დემონსტრანტებს კი პრეზიდენტი ერდოღანი პროვოკაციაში ადანაშაულებს. საპროტესტო გამოსვლების მიზეზი სტამბოლის ოპოზიციონერი მერის დაკავებაა, რომელსაც კორუფციასა და ტერორისტული დაჯგუფების ხელშეწყობაში ადანაშაულებენ. აქციებზე დაკავებულთა რაოდენობა უკვე 1900-მდეა.
"სამართლიანობის ძიებაში, ისინი ძალიან სახიფათო პროვოკაციის მოწყობას ცდილობენ, რომელსაც არანაირი საერთო არ აქვს დემოკრატიასთან, კანონთან, ან სამართლიანობის ძიების ლეგიტიმურ საშუალებებთან. მიუხედავად ამისა, ჩვენი პოლიციელების ცივი და მტკიცე მიდგომით, ჩვენი ახალგაზრდების მშვიდი პოზიციის წყალობით, რომლებმაც ღირსება შეინარჩუნეს, პროვოცირების პოლიტიკამ მიზანს ვერ მიაღწია. ჩვენ, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევაზე არ დავხუჭავთ თვალს,"- აცხადებს ერდორანი.