01 აპრილი 2025,   01:33
ვრცლად
"ეს ადამიანები ცდილობენ როგორმე ისტორია გადაწერონ, ყველაფერი თავდაყირა დააყენონ" - გიორგი ბარამიძე საგამოძიებო კომისიაზე

რატომ მივიდა ქვეყანა 2008 წლის ომამდე - ეს არის კითხვა, რომელიც დროებით საგამოძიებო კომისიას აქვს.

ბოლო სამი დღეა, კომისია ყოფილ პოლიტიკოსებს და ყოფილ სამხედროებს უსმენს, ისმევა ყველა კითხვა, მათ შორის - ვინ გასცემდა ბრძანებებს და ვისი დავალებით მოქმედებდნენ მაშინდელი პოლიტიკური თუ სამხედრო მაღალჩინოსნები.

ოპოზიცია კომისიის მუშაობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს:

"წლები გავიდა, ვინმეს რაიმე საგამოძიებო მოქმედება ჩატარებული ჰქონდა, სასამართლოში მიმართა ვინმეს, გამოძიება დაიწყო? მე არ მინახავს და არც სურვილი მაქვს, რომ ამ სხდომებს თავიდან ბოლომდე ვუყურო. ეს არის. ე.წ. საგამოძიებო კომისია და თუ ვისაუბროთ სამხედროების დაბარებაზე, რომ როგორმე საქართველოს წინააღმდეგ მიიღონ გარკვეულ ქმედებებში მონაწილეობა,"- აცხადებს ”ძლიერი საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრი
ლევან სამუშია.

”ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური მდივანი გიორგი ბარამიძე კი აცხადებს - "ეს ადამიანები ცდილობენ როგორმე ისტორია გადაწერონ, ყველაფერი თავდაყირა დააყენონ, შავზე თქვან, თეთრიაო".

 

|

დღის ამბები