01 აპრილი 2025,   01:56
ვრცლად
"ჩვენ ვნახეთ ძლიერი მტკიცებულება, რომ ჩინეთი და რუსეთი დაინტერესებულნი არიან ამ სივრცით" - ვენსი გრენლანდიაზე

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი გრენლანდიაში იმყოფებოდა. ჯეი დი ვენსმა დანია გააკრიტიკა და თქვა, რომ კუნძულზე სხვა ქვეყნების გავლენები იზრდება. მისი თქმით, დანიამ არასაკმარისი ინვესტიცია ჩადო გრენლანდიის უსაფრთხოებისთვის.

ამასთან, როგორც აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, ჩინეთი და რუსეთი დაინტერესებულნი არიან გრენლანდიით.

"აშშ პატივს სცემს დანიელი ჯარისკაცების მსხვერპლს, რომლებიც იბრძოდნენ აშშ-თან ერთად ტერორიზმის წინააღმდეგ ომში 20 წლის წინ, მაგრამ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი პარტნიორობა წარსულიდან არ ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელია მკაცრი საუბარი პარტნიორებთან აწმყოში. ჩვენი გზავნილი დანიისთვის მარტივია, თქვენ არ გაგიწევიათ კარგი სამუშაო გრენლანდიის ხალხისთვის. სწორედ ამიტომ არის ტრამპის პოლიტიკა ისეთი, როგორიც არის. დანიამ არასაკმარისი ინვესტიცია ჩადო გრენლანდიის უსაფრთხოების არქიტექტურაში. რუსეთსა და ჩინეთს აქვთ გააქტიურებული მიმოსვლა ამ მხარეში. უნდა გამოვფხიზლდეთ. ჩვენ არ შეგვიძლია, ჩავრგოთ თავი ქვიშაში ან, ამ შემთხვევაში, თოვლში და ვთქვათ, რომ ჩინელებს არ აინტერესებთ ეს მიწა. ვიცით, რომ ჩინელები ძალიან, ძალიან დაინტერესებულნი არიან ამ კუნძულით. ჩინეთი ცდილობდა, ეკონომიკური ზეწოლა მოეხდინა გრენლანდიაზე. ჩვენ ვნახეთ ძალიან ძლიერი მტკიცებულება, რომ ჩინეთი და რუსეთი დაინტერესებულნი არიან ამ სივრცით," - აცხადებს ჯეი დი ვენსი.

დღის ამბები