
აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, გლობალური უსაფრთხოებისთვის აშშ უნდა ფლობდეს გრენლანდიას. ტრამპი იმედოვნებს, რომ დანიას და ევროკავშირს ესმით მისი შეხედულება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით.
ამასთან, ტრამპის მტკიცებით, გრენლანდიაზე კონტროლი არის მშვიდობის საკითხი მთელი მსოფლიოსთვის და არამხოლოდ შეერთებული შტატებისთვის.
"ჩვენ გვჭირდება გრენლანდია. რაც მთავარია, საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის უნდა გვეკუთვნოდეს გრენლანდია. ეს არ არის ის შემთხვევა, როდესაც ჩვენ ამის გარეშე არ შეგვიძლია. შეუძლებელია. შეხედეთ გრენლანდიას, არის სამხედრო ხომალდები მთელ ტერიტორიაზე, რომლებიც ცურავენ გრენლანდიის გასწვრივ. ჩვენ არ ვაპირებთ ამის დაშვებას. მჯერა, დანიასა და ევროკავშირს ესმით ჩემი შეხედულება ტერიტორიის მნიშვნელობის შესახებ და თუ ეს არ ესმით, ჩვენ უნდა ავუხსნათ მათ," - აღნიშნავს ტრამპი.
ავტორი: ლუკა ჩანგელია