31 მარტი 2025,   03:25
ვრცლად
ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები - ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული კამპანიის მასშტაბებს აფართოებს

ამერიკის შეერთებული შტატები და ევროპის ქვეყნები - ღვინის ეროვნული სააგენტო მარკეტინგული კამპანიის მასშტაბებს აფართოებს. კონკრეტულ ქვეყნებთან შესაბამისი ხელშეკრულებები უკვე გაფორმებულია. სააგენტოში ამბობენ, რომ მხარეებს შორის არსებული შეთანხმებები, ქართული ღვინის ექსპორტის დინამიკას კიდევ უფრო გაზრდის. თანამშრომლობა მიმდინარე წელსაც გრძელდება იმ მარკეტინგულ კომპანიებთან, რომლებიც გერმანიის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ბაზრებს წარმოადგენენ.

2024 წელს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში, ქართული ღვინის ექსპორტმა 1.2 მილიონი ლიტრი შეადგინა, რაც 2023 წლის მაჩვენებელთან შედარებით 32 პროცენტით მეტია. ევროპის ბაზართან ერთად, ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მუშაობა მიმდინარეობს ამერიკის შეერთებულ შტატებთანაც.

ევროპის ბაზრების გარდა, თანამშრომლობისთვის ახალი კონტრაქტები მზადდება სამხრეთ კორეასა და ჩინეთთან. ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია იაპონიასთან. შეერთებულ შტატებთან კი გაყიდვების ზრდის მიმართულებით მუშაობა გრძელდება.

ღვინის პოპულარიზაციის ხელშეწყობის პროგრამებისთვის, 2025 წლის ბიუჯეტი 17.4 მილიონი ლარით განისაზღვრა. მიმდინარე წელს, ქართული კომპანიები, სახელმწიფოს მხარდაჭერით ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების 40-მდე ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას. ასევე, მსოფლიო ბაზარზე ქართული ღვინის 200-მდე დეგუსტაცია-პრეზენტაციაა დაგეგმილი.

დღის ამბები