
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომელიც ამკაცრებს ამომრჩევლების მოქალაქეობის კონტროლს და კრძალავს "უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ამერიკის შეერტებული შტატების არჩევნებში ჩარევას."
პრეზიდენტის ხელმოწერის შემდეგ, დოკუმენტი თეთრი სახლის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ტრამპმა რამდენიმე ფედერალურ უწყებას დაავალა მიიღონ ზომები, ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ფოსტით ხმის მიცემისა და არჩევნების ზედამხედველობის უფრო მკაცრი კონტროლისკენ.