
სომხეთში ჰქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები. იგივე ხდება „ტვ პირველზე“- ხაზარაძე ამაში მაინც მიბაძე იმ მაგარ ხალხს საიდანაც წარმოიშვი" - ამის შესახებ შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.
"სომხეთში ქონდათ პარტიული ტელევიზია სარქისიანის პრემიერობისას, რომლის ეკრანიდანაც დღე და ღამ არ ჩამოდიოდნენ პარტიული ფუნქციონერები.
ზუსტად იგივე ხდება ბანკირ ოლიგარქ ხაზარაძის ტვ პირველზე იმ განსხვავებით, რომ ამათ დამოუკიდებელ ტელემაუწყებლობაზე აქვთ თან პრეტენზია, ხოლო ერევანში კაცურად აღიარებდნენ პარტიული ტელევიზიის არსებობას“-წერს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სოციალურ ქსელში.
"რუსთავი 2-ი" შალვა ნათელაშვილის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ სტატუსთან დაკავშირებით, მამუკა ხაზარაძის პარტიის პრესსამსახურის წარმომადგენელს დაუკავშირდა, თუმცა აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება არ ისურვეს.