26 მარტი 2025,   01:12
ვრცლად
საქართველო-სომხეთი - "დინამო არენაზე" "ერთა ლიგის" პლეი ოფის საპასუხო მატჩი იწყება

საქართველო-სომხეთი ნაკრებების დაპირისპირება -"დინამო არენაზე" "ერთა ლიგის" პლეი ოფის საპასუხო მატჩი იწყება. ისტორიული გამარჯვებიდან ერთი წლის შემდეგ, ეროვნული გუნდი ისევ გამარჯვების მოპოვებას ეცდება.

როგორც ცნობილია, დღეს, ტაქტიკური ცვლილებები არ იქნება, თუმცა შეცვლილია შემადგენლობა. მოედანზე არიან კაპიტანი გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია. მათ მეტოქესთან პირველი მატჩი გამოტოვეს.

საქართველოს კარს ისევ გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. სასტარტო შემადგენლობაში არიან - ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი მიქაუტაძე.

შეხვედრას ინგლისელი ენტონი ტეილორი განსჯის. ეროვნული გუნდი კი გამარჯვებაში დღესაც დარწმუნებულია.

 

ავტორი: სიმონ შანავა

დღის ამბები