
უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მოკავშირეებს მოუწოდებს რუსეთზე "ახალი ზეწოლა" განახორციელონ, რათა ბოლო მოეღოს თავდასხმების "ყოველდღიურ რეალობას".
ვოლოდიმირ ზელენსკიმ გაიხსენა დრონებით თავდასხმა კიევსა და ზაპოროჟიეზე და თქვა, რომ ეს თავდასხმები ყოველდღიური რეალობაა. მისი თქმით, "რუსი ტერორისტების წინააღმდეგ სანქციები უფრო ეფექტური უნდა იყოს. უნდა აღმოიფხვრას ყველა ხარვეზი, რომელიც მათ საშუალებას აძლევს, სანქციების რეჟიმს გვერდი აუარონ".
უკრაინის პრეზიდენტის თქმითვე, საჭიროა ახალი გადაწყვეტილებები და ახალი ზეწოლა მოსკოვზე, რათა ბოლო მოეღოს ამ დარტყმებს და ომს.
"ჩვენ უნდა გავაძლიეროთ უკრაინა და ჩვენი არმია მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემებით და რეალური მხარდაჭერით. მადლობას ვუხდი ყველა პარტნიორს, ვისაც ეს ესმის და აგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.