
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, 28 თებერვალს, თეთრ სახლში ტრამპსა და ზელენსკის შორის მომხდარი დაპირისპირების შემდეგ, ვაშინგტონი ბრიტანეთზე ზეწოლას ახორციელებდა და ზელენსკის მისამართით კრიტიკული განცხადებების გაკეთებას მოითხოვდა.
ამის შესახებ კირ სტარმერმა "ნიუ იორკ თაიმსთან" განაცხადა და თქვა, რომ ზელენსკისთვის რჩევების მისაცემად, მან კიევში ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თავისი მრჩეველი გაგზავნა.
ბრიტანეთის პრემიერის განცხადებით, მოგვიანებით ტრამპს დაურეკა და კიევში მიღწეული პროგრესის შესახებ აცნობა, რითაც საფუძველი ჩაუყარა ზელენსკისა და ტრამპს შორის სატელეფონო საუბარს.
სტარმერმა "ნიუ იორკ თაიმსთან“ ევროპასთან მიმართებაში დონალდ ტრამპის ცივ დამოკიდებულებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ ტრანსატლანტიკური კავშირების შენარჩუნება აუცილებელია.