
საქართველო-სომხეთი - "დინამო არენაზე" "ერთა ლიგის" პლეი ოფის საპასუხო მატჩის პირველი ტაიმი ანგარიშით 5:0 საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა.
დღეს მოედანზე არიან კაპიტანი გურამ კაშია და ხვიჩა კვარაცხელია. მათ მეტოქესთან პირველი მატჩი გამოტოვეს.
საქართველოს კარს კვლავ გიორგი მამარდაშვილი იცავს. სასტარტო შემადგენლობაში არიან - ოთარ კაკაბაძე, საბა გოგლიჩიძე, გიორგი წიტაიშვილი, გიორგი ქოჩორაშვილი, ანზორ მექვაბიშვილი, ოთარ კიტეიშვილი, გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი მიქაუტაძე.