26 მარტი 2025,   00:33
ვრცლად
"მადლობა ჩვენს საამაყო ნაკრებს ამ შესანიშნავი თამაშისთვის! ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის სიძლიერესა და თავდადებას" - მიხეილ ყაველაშვილი

პრეზიდენტი მიხელ ყაველაშვილი საქართველოს საფეხბურთო ნაკრების დღრვანდელ მატჩს სოციალურ ქსელში ეხმაურება და ქართველ ფეხბურთელებს სომხეთის ნაკრებთან დამაჯერებლ გამარჯვებას ულოცავს.

"გილოცავთ! საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სომხეთის ნაკრები განმეორებით შეხვედრაში ანგარიშით 6:1 დაამარცხა - ორმატჩიან დაპირისპირებაში გამარჯვების შედეგად, ჯვაროსნები ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონზე B ლიგაში გააგრძელებენ ასპარეზობას.

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან ერთად, დინამო არენაზე საქართველოსა და სომხეთის ეროვნული ნაკრებების მატჩს დავესწარი და ჩვენს ბიჭებს ვუგულშემატკივრე.

მადლობა ჩვენს საამაყო ნაკრებს ამ შესანიშნავი თამაშისთვის! ეს გამარჯვება კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენი გუნდის სიძლიერესა და თავდადებას.

წარმატებები ჩვენს ნაკრებს მომდევნო თამაშებში! მთელი საქართველო თქვენ გვერდით დგას - წინ დიდი გამარჯვებებისკენ!" - წერს მიხეილ ყაველაშვილი.

დღის ამბები