
საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციები FIFA-ში განაცხადს წარადგენენ, რათა 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ორ ქვეყანაში ერთობლივად გაიმართოს. ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
"საქართველოსა და სომხეთის ფეხბურთის ფედერაციები განაცხადს წარადგენენ FIFA-ში, რათა 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ორ ქვეყანაში ერთობლივად გაიმართოს. ეს იქნება შესანიშნავი შესაძლებლობა ფეხბურთის განვითარებისა და პოპულარიზაციისთვის ორივე ქვეყანაში. მოდით, ერთად დავუჭიროთ მხარი ამ ერთობლივ განაცხადს", - აღნიშნულია ფედერაციის განცხადებაში.