26 მარტი 2025,   03:01
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი, ოფიციალური ვიზიტით, უნგრეთში იმყოფება

ოფიციალური ვიზიტით, უნგრეთში იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. მაკა ბოჭორიშვილი უნგრეთის ამბასადორიალში მიიღებს მონაწილეობას.

ბუდაპეშტში საქართველოს პირველი დიპლომატი, უნგრელი კოლეგის, პიტერ სიიარტოს მიწვევით ჩავიდა. ვიზიტის დროს დაგეგმილია უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრთან პირისპირ შეხვედრასაც.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბოჭორიშვილი "ელჩების კონფერენციაში", კოლეგასთან ერთად, პანელურ დისკუსიაში ჩაერთვება.

დაგეგმილია დიპლომატიურ აკადემიაში საჯარო ლექციის გამართვაც.

დღის ამბები