22 თებერვალი 2025,   10:50
ვრცლად
"შეერთებული შტატები პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლის საშუალებას აძლევს" - ვოლოდიმირ ზელენსკი

"შეერთებული შტატები პუტინს მრავალწლიანი იზოლაციიდან გამოსვლის საშუალებას აძლევს" - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს. ვოლოდიმირ ზელენსკი ვაშინგტონს გულწრფელობისკენ მოუწოდებს, აქვე ამბობს, რომ სწორედ რუსული დეზინფორმაციაა იმის მტკიცება, რომ ახლა უკრაინის ლიდერს ოთხ პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს.

ზელენსკიმ ტრამპის განცხადების გასაბათილებლად იმ სოციოლოგიური კვლევის შედეგები ახსენა, რომლის მიხედვით მას დღეს მოსახლეობის 57% ენდობა.

"თუ ვინმეს ჩემი შეცვლა ახლავე სურს, მაშინ ეს არ იმუშავებს. თუ 4%-ზე ვსაუბრობთ, მაშინ ჩვენ ეს დეზინფორმაცია ვნახეთ და გვესმის, რომ ის რუსეთიდან მოდის და ამის მტკიცებულებებიც გვაქვს. სამწუხაროდ, პრეზიდენტი ტრამპი, რომელსაც დიდ პატივს ვცემ, ამ დეზინფორმაციულ სივრცეში ცხოვრობს. კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ჩემს მიმართ ნდობა 57%-ია.

მჯერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები, პუტინს წლების იზოლაციიდან გამოსვლაში დაეხმარა. ტრამპის გუნდს მოვუწოდებ , მეტი გულახდილობისკენ. ეს ყველაფერი უკრაინაზე დადებით გავლენას არ ახდენს. ისინი პუტინს აძლევენ საშუალებას, გამოვიდეს იზოლაციიდან, რაც თვითონ პუტინს და მთელ რუსეთს ძალიან უხარია, რადგან მათ მიეცათ საშუალება ჩაერთონ დისკუსიებში. გუშინ კი მიანიშნებდნენ, რომ რუსეთი იყო მსხვერპლი. ეს ნამდვილად ახალია", - ამბობს ზელენსკი.

დღის ამბები