22 თებერვალი 2025,   10:51
ვრცლად
ზვავსაშიშროების მაღალი საფრთხის გამო, მლეთა-გუდაურის და გუდაური-კობის მონაკვეთებზე ყველა სახის ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)-კობის მონაკვეთებზე, ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთებზე დროებით შეზღუდულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.

დღის ამბები