03 თებერვალი 2025,   20:03
ვრცლად
ლარი დოლართან, ევროსთან და გირვანქა სტერლინგთან მიმართებით გამყარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 4 თებერვლისთვის ერთი ამერიკული დოლარი 2.8403 ლარი ეღირება, ევრო – 2.9090 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.4964 ლარი.

დღეს კი, ოფიციალური კურსით, ერთი ამერიკული დოლარი 2.8563 ლარი ღირდა, ევრო – 2.9651 ლარი, ხოლო ბრიტანული გირვანქა სტერლინგი – 3.5470 ლარი.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი ხვალ, 4 თებერვალს ამოქმედდება.

დღის ამბები