03 თებერვალი 2025,   13:07
ვრცლად
დაკავებებით დასრულდა "თბილისი მოლიდან" პარლამენტის მიმართულებით გამართული მსვლელობა გუშინ საღამოს

დაკავებებით დასრულდა "თბილისი მოლიდან" პარლამენტის მიმართულებით გამართული მსვლელობა გუშინ საღამოს.

დაკავებულებს შორის არის ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძეც. მანამდე სამართალდამცავებმა არაერთი პირი აიყვანეს უშუალოდ "თბილისი მოლის" მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. მათ შორის იყვნენ ოპოზიციის ლიდერებიც - ნიკა მელია და გიგი უგულავა. მელიამ საპატიმრო გვიან ღამითვე დატოვა.

წინასწარი დაკავების იზოლატორში მოთავსებული სხვა პირები გვიან ღამით უფლებადამცველებმა მოინახულეს. ადვოკატების განმარტებით, მათი დაცვის ქვეშ მყოფები ადმინისტრაციული წესით არიან დაკავებულები.

დღის ამბები