03 თებერვალი 2025,   14:51
ვრცლად
Forbes: ილონ მასკის განცხადებით, ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა

ილონ მასკის განცხადებით, ტრამპი USAID-ის დახურვას დათანხმდა - ინფორმაციას ამის შესახებ Forbes-ი ავრცელებს. 

მასკის თქმით, ის ესაუბრა პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, რომელიც დაეთანხმა, რომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID) უნდა დაიხუროს.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა მედიასთან განაცხადა, რომ "USAID-ს რადიკალი შეშლილების ჯგუფი მართავდა".

ილონ მასკმა ამის შესახებ X Spaces სტრიმინგის დროს დაწერა, სადაც მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის (DOGE) მუშაობას განიხილავდნენ.

როგორც მილიარდერმა აღნიშნა, რამდენჯერმე გადაამოწმა და ჰკითხა პრეზიდენტ ტრამს - "დარწმუნებული ხარ?" და ტრამპმა თქვა დიახ, "ასე რომ, ჩვენ მას ვხურავთ" - აცხადებს ილონ მასკი.

"ფორბსის" ინფორმაციითვე, ე.წ. სტრიმინგში მონაწილეობდა სენატორი ჯონი ერნსტი, რომელმაც თემასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ თუ არსებობს "ნამდვილად კარგი პროამერიკული პროგრამები", რომლებზეც USAID-ი მუშაობდა, ისინი უნდა გადავიდნენ სახელმწიფო დეპარტამენტის პასუხისმგებლობის ქვეშ და დარწმუნდნენ, რომ სათანადო ზედამხედველობით იფუნქციონირებენ. 

დღის ამბები