ახლო აღმოსავლეთში, მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე ისრაელის სამხედრო ოპერაციები გრძელდება. სამხედროებმა ადგილზე რამდენიმე შენობა ააფეთქეს.
პალესტინის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს განცხადებით, განადგურდა დაახლოებით 20 შენობა.
სამხედროების სპიკერის თქმით, რამდენიმე სტრუქტურა, რომლებიც ტერორისტულ ინფრასტრუქტურად გამოიყენებოდა, დანგრეულია.
ისრაელის ძალები თითქმის 2 კვირის განმავლობაში ატარებენ მასიურ ოპერაციებს ოკუპირებულ დასავლეთ სანაპიროზე, რაც მიზნად, ადგილობრივი მებრძოლების წინააღმდეგ ოპერაციებს და მათი იარაღის ხელში ჩაგდებას ისახავს.
ისრაელის თავდაცვის მინისტრი გუშინ ლიბანში არმიის პუნქტებს ეწვია.
შეგახსენებთ, ისრაელსა და "ჰეზბოლას" შორის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება ნოემბრიდან მოქმედებს. შეთანხმების თანახმად, ლიბანში სამხრეთიდან დაწყებული ყველა "არაავტორიზებული იარაღი" და სამხედრო ინფრასტრუქტურა უნდა დაიშალოს, თუმცა "ჰეზბოლას" მტკიცებით, შეთანხმება ექსკლუზიურად სამხრეთ ლიბანს ეხება.