03 თებერვალი 2025,   13:05
ვრცლად
ამერიკაში პატრონები აღარ ჰყავთ, ევროკავშირშიც პატრონები უმცირდებათ და წავიდნენ ისეთ რადიკალურ პროცესებზე, რომელსაც აქ არავინ დაუშვებდა - გურამ მაჭარაშვილი ოპოზიციაზე

"კოლექტიური "ნაცმოძრაობა" აუცილებლად უნდა ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "ხალხის ძალის" თავმჯდომარის მოადგილემ განაცხადა.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" უცხოეთში მხარდამჭერები უმცირდება, ამიტომ რადიკალურ ზომებზე მიდიან.

"მოსწყინდათ. პარლამენტის წინ ხალხს ვეღარ აგროვებენ, სოციალურ ქსელში მხარდამჭერები აღარ ჰყავთ, პარლამენტის არჩევნები წააგეს, უცხოეთში. კონკრეტულად ამერიკაში პატრონები აღარ ჰყავთ, ევროკავშირშიც პატრონები უმცირდებათ და თქვეს, რომ ახლა უკვე ჩვენი პატრონი ჩვენვე უნდა ვიყოთ და წავიდნენ ისეთ რადიკალურ პროცესებზე, რომელსაც აქ არავინ დაუშვებდა. მორიგ ჯერზე, ეს იყო რეალური მცდელობა იმისა, რომ კოლექტიური "ნაცმოძრაობა" აუცილებლად უნდა ჩამოსცილდეს ქართულ პოლიტიკას", - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

დღის ამბები