USAID-თან დაკავშირებით, შტატების ახალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებებზე, ოპოზიციაში შეფასებები კეთდება. "გახარია საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის შეფასებით, სამი თვის განმავლობაში მოხდება სხვადასხვა ქვეყნებში USAID-ის პროექტების გადახედვა.
"სამი თვის განმავლობაში მოხდება სხვადასხვა ქვეყნებში USAID-ის პროექტების გადახედვა, დაველოდოთ. მასკის "ტვიტზე" თუ ფიქრობენ, რომ შიდა პოლიტიკას დაალაგებს "ოცნება," ეს ძალიან სასაცილოა," - განაცხადა "გახარია საქართველოსთვის" წევრმა, ანა ბუჩუკურმა.
ამერიკელმა მილიარდერი, აშშ-ის სამთავრობო ეფექტიანობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ილონ მასკი აცხადებს, რომ USAID კრიმინალური ორგანიზაციაა და აზიარებს ვიდეო-კოლაჟს, სადაც საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების კადრიც მოხვდა. მასკმა საკუთარ გვერდზე სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის, მაიკ ბენცის პოსტი დადო, სადაც ის ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მუშაობაში, USAID-ის საკვანძო როლზე საუბრობს. ყველა ბრალდების პარალელურად, მასკმა სააგენტოს საკუთარ სოციალურ ქსელ X-ზე გვერდიც კი დაუბლოკა და სიკვდილითაც დაემუქრა. USAID -თან ერთად, მასკმა კორუფციაში ჩაძირული უწოდა "დემოკრატიის ეროვნულ ფონდს." მან X-ზე დაწერა, რომ "დიდია იმ ბოროტებათა ჩამონათვალი, რაც NED-ს გაუკეთებია."