03 თებერვალი 2025,   12:42
ვრცლად
USAID კრიმინალური ორგანიზაციაა - წერს სოციალურ ქსელ X-ზე ილონ მასკი

USAID კრიმინალური ორგანიზაციაა - წერს სოციალურ ქსელ X-ზე ილონ მასკი და ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ვიდეოკოლაჟს აზიარებს, რომელშიც საქართველოში გამართული საპროტესტო აქციების კადრებიც არის შესული.

მასკმა საკუთარ გვერდზე სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნის პოსტიც დადო, სადაც ის USAID-ს  ინტერნეტ-ცენზურაში და საზოგადოებაზე პოლიტიკური კონტროლის სტრუქტურების შექმნაში ადანაშაულებს, ასევე საუბრობს ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს მუშაობაში ორგანიზაციის საკვანძო როლზე.

ბრალდებების პარალელურად, მასკმა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს საკუთარ სოციალურ ქსელში გვერდი დაუბლოკა.

მანამდე კი სფეის X -ის შემქმნელმა, USAID-ი ბიოლოგიური იარაღის კვლევის დაფინანსებაში დაადანაშაულა. "დროა ის მოკვდეს" - წერს მასკი.

ამ ყველაფერს კი წინ უძღოდა სააგენტოს შიგნით მომხდარი სკანდალი - USAID-ის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელ ორ ხელმძღვანელ პირს თანამდებობის დატოვება მოუწია. მიზეზი, მათი მხრიდან მასკის დეპარტამენტისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებაზე უარი გახდა.

დღის ამბები