03 თებერვალი 2025,   12:42
ვრცლად
ბერლინში ათიათასობით ადამიანმა მიგრაციული პოლიტიკის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართა

160 000 ადამიანი გამოვიდა ბერლინის ქუჩებში. დემონსტრანტები მემარჯვენე ექსტრემიზმისა და პარტიასთან "ალტერნატივა გერმანიისთვის" (AfD) პოლიტიკურ თანამშრომლობას აპროტესტებდნენ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ დაირღვა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც გერმანიას არასდროს არ უნდა მიეღო პარლამენტში რომელიმე ნორმა ან რეზოლუცია, რომელსაც ემხრობიან ისეთი ულტრამემარჯვენე, ნაციონალისტური პარტიები, როგორიცაა "ალტერნატივა გერმანიისთვის".

ამ შემთხვევაში საუბარია საკანონმდებლო ორგანოში შეტანილ წინადადებაზე, უკან გააბრუნოს მის საზღვრებთან მყოფი მიგრანტების უმეტესობა.

ინიციატივა, რომელსაც იურიდიული ძალა არ გააჩნია, პარლამენტში პარტია "ალტერნატივა გერმანიისთვის" მხარდაჭერით გავიდა. მიგრაციის წესების გამკაცრების მომხრე კანონპროექტის მიღებას სულ რამდენიმე ხმა დააკლდა.

დღის ამბები