მას შემდეგ, რაც ილონ მასკმა საერთაშორისო ორგანიზაცია USAID-ის შესახებ განცხადება გააკეთა და მას "კრიმინალური ორგანიზაცია" უწოდა, USAID-ის წინააღმდეგ განცხადება სალვადორის პრეზიდენტმაც გააკეთა. როგორც სოციალურ ქსელ X-ზე ნაიიბ ბუკელე წერს, მიუხედავად იმისა, რომ USAID-ი პროექტებს განვითარების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდაჭერისთვის აფინანსებს, მათი ძირითადი თანხა დესტაბილიზაციის მომწყობ ჯგუფებს ხმარდება.
"მთავრობების უმეტესობას არ სურს USAID-ის სახსრების შემოდინება საკუთარ ქვეყნებში, რადგან მათ ესმით, სად მიდის ამ ფულის დიდი ნაწილი. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია პოზიციონირებს, როგორც განვითარების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების მხარდამჭერი, ამ თანხების უმეტესი ნაწილი ხმარდება ოპოზიციურ ჯგუფებს, პოლიტიკური დღის წესრიგის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და დესტაბილიზაციის მოძრაობებს.
საუკეთესო შემთხვევაში, შესაძლოა, ფულის 10%-მა მიაღწიოს რეალურ პროექტებს, რომლებიც ეხმარება გაჭირვებულ ადამიანებს (არის ასეთი შემთხვევები), მაგრამ დანარჩენი გამოიყენება საპირისპირო აზრის, უთანხმოების გასაღვივებლად, პროტესტის დასაფინანსებლად და იმ ადმინისტრაციების დასაძლევად, რომლებიც უარს ამბობენ გლობალისტურ დღის წესრიგთან შეთანხმებაზე. ამ ე.წ. დახმარების შემცირება მხოლოდ შეერთებული შტატებისთვის არ არის მომგებიანი; ეს ასევე დიდი გამარჯვებაა დანარჩენი მსოფლიოსთვის" - წერს სალვადორის პრეზიდენტი ნაიიბ ბუკელე.