საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ, ინდოეთში, მუმბაიში, აზიაში ერთ-ერთ უდიდეს ტურისტულ გამოფენაში მიიღო მონაწილეობა. საქართველო OTM 2025-ზე დიდი დელეგაციით და ეროვნული სტენდით წარსდგა. საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად, საქართველოდან 45 კერძო კომპანია მონაწილეობდა.
გამოფენას ესწრებოდა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე. OTM 2025-ის ფარგლებში, მაია ომიაძემ შეხვედრები გამართა ინდოეთის უმსხვილეს ტურისტულ სააგენტოებთან, კომპანიებთან, პლატფორმებთან და მედია ორგანიზაციებთან საქართველოს ცნობადობის ამაღლებისა და ტურისტული პოტენციალის გაზრდის მიზნით.
OTM 2025-ზე, 60-ზე მეტი ქვეყნიდან 1600 ტურისტული კომპანია და ორგანიზაცია იყო წარდგენილი. მუმბაის ტურისტულ გამოფენას 40 000-ზე მეტი ვიზიტორი ეწვია.