03 თებერვალი 2025,   14:51
ვრცლად
"დიფ სთეითის" დამარცხება მარტივი არ არის და ეს ასე სწრაფად არ მოხდება, თუმცა მუშაობა დაწყებულია და შემცირდება ის გავლენა, რაც "დიფ სთეითს" ოპოზიციაზე აქვს - ვლადიმერ ბოჟაძე

რა იცვლება საქართველოსთან მიმართებით ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში? "ქართული ოცნება" ისევ "დიფ სთეითის" გავლენებზე საუბრობს და შტატების საელჩოს ანტიქართული პროცესების კოორდინირებაში ადანაშაულებს.

სახელისუფლებო პარტიაში აცხადებენ, რომ მათთვის გაურკვეველია, ე.წ. გლობალური ომის პარტია რატომ არ უწევს ანგარიშს ტრამპს. ახსენებენ გუშინდელ პროცესებსაც, ამბობენ, რომ ეს "დიფ სთეითის" მხრიდან ქვეყანაში გადატრიალების მოწყობის მცდელობა იყო.

უმრავლესობის წევრის, ვლადიმერ ბოჟაძის განცხადებით, "დიფ სთეითის" დამარცხება მარტივი არ არის და ეს ასე სწრაფად არ მოხდება.

"რა თქმა უნდა, "დიფ სთეითის" დამარცხება ასე მარტივი არ არის და ასე სწრაფად ეს არ მოხდება. თუმცა, ამ მიმართულებითაც პროცესები დაწყებულია, რაც თავისთავად შეამცირებს იმ გავლენას, რაც აქვს "დიფ სთეითს" ოპოზიციაზე, მედიაზე, სამოქალაქო სექტორზე ჩვენს ქვეყანაში. ეს აისახება დაფინანსების, მხარდაჭერის ნაწილში და რა თქმა უნდა, ეს ზეგავლენას მოახდენს ჩვენს ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებზე. რა თქმა უნდა, ველოდებით იმედით, რომ უახლოეს მომავალში ჩვენ სხვა სიახლეებიც გვექნება. იცით, რომ ოპოზიციას სულ უფრო ნაკლები მხარდაჭერა აქვს გარედან, სულ უფრო ნაკლები იქნება მათი დაფინანსება მომავალში, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენს ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებისთვის", - განაცხადა ვლადიმერ ბოჟაძემ.

დღის ამბები