03 თებერვალი 2025,   12:39
ვრცლად
"როგორც არჩევნების დროს დავპირდით ჩვენს მოქალაქეებს, საგაზაფხულო სესია გაიხსნება იმით, რომ შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია" - გიორგი მიქაუტაძე

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გიორგი ჩაკვეტაძე საგაზაფხულო სესიაზე საგამოძიებო კომისიის შექმნის საკითხს გამოეხმაურა.

მიქაუტაძე შესაბამის პირებს მოუწოდებს ითანამშრომლონ აღნიშნულ კომისიასთან, თუ მათ კონკრეტულ პირებთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდებათ.

"როგორც არჩევნების დროს დავპირდით ჩვენს მოქალაქეებს, საგაზაფხულო სესია გაიხსნება იმით, რომ შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც იმუშავებს მთელი საგაზაფხულო სესიის განმავლობაში და სექტემბრისთვის გვექნება დასკვნა, რომელსაც გავუზიარებთ ჩვენს საზოგადოებას. ეს არის საერთაშორისო პრაქტიკა, გათვალისწინებული არის, როგორც პარლამენტის რეგლამენტით, ისე შესაბამისი კანონმდებლობით. მოვუწოდებ ყველას, თუ საგამოძიებო კომისიას ექნება კითხვები ამა თუ იმ პირთან დაკავშირებით, აუცილებლად გამოცხადდნენ და ითანამშრომლონ", - განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსის, ვახტანგ ჩოჩიას, განცხადებით, კომისიის მთავარი მიზანი 2003-2012 წლებში საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიებაა.

"სესიის დაწყებისთანავე დაინფიცირდება საგამოძიებო კომისიის შექმნა. საგამოძიებო კომისიის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს გამოიძიოს 2003-2012 წლებში საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლების მაღალჩინოსნების მიერ ჩადენილი დანაშაულები, რომლებიც ერთის მხრივ მიმართული იყო ქართველი ერის წინააღმდეგ, ხოლო მეორე მხრივ, საფრთხეს უქმნიდა ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობას. მათ მიერ ჩადენილი დანაშაულები იქნება შესწავლილი და თუ გამოიკვეთა კონკრეტული დანაშაულებრივი ნიშნები, შემდეგ დაინტერესდებიან სამართალდამცველები", - განაცხადა ვახტანგ ჩოჩიამ.

 

დღის ამბები