თბილისის საკრებულოში წლის პირველი სხდომა მიმდინარეობს, რომელზეც დეპუტატები ბიუჯეტზე მსჯელობენ. ბიუჯეტი 209 მილიონით გაიზრდება და ჯამში 2 მილიარდ 192 ათას ლარს მიაღწევს.
სხდომაზე განიხილავენ 40-მდე საკითხს, მათ შორის, სპორტის აკადემიის ტერიტორიაზე მეგა-კომპლექსზე 12 სართულის დამატების ნებართვას. პროექტს აპროტესტებს ოპოზიცია, რომელიც ბოიკოტის რეჟიმშია და სხდომებს არ ესწრება.